გორის მერიის განცხადებით, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი მოეწყობა.
“ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობაც”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს “გორი ინნი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქალეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია.
ამავე თემაზე: რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?
დატოვეთ კომენტარი