ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გორის კეთილმოწყობის სააგენტო წერს.
უწყება დაზიანებული სკამების ფოტოებსაც ავრცელებს და ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს.
“ვანდალიზმის მორიგი ფაქტი გორში. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს”, – ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვენტარი ცოტა ხნის წინ განახლდა.
დატოვეთ კომენტარი