ახალი ამბები

გორის სოფლები, სადაც გზის მოხრეშვა, განათების მონტაჟი და სარწყავი არხების მოწყობა იგეგმება

გორის მერიამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განხორციელების მიზნით ტენდერები გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს იმ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა, რომლებიც გზების მოხრეშვას, გარე განათებისა და სარწყავი არხების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტების მიხედვით, გარე განათების მოწყობა 17 სოფელში იგეგმება:

  • საქაშეთი, ზემო ხვითი, ფხვენისი, კვარხეთი, ახალშენი, არაშენდა, უფლისციხე, ქერე , ოლოზი, ტყვიავი, კარალეთი, პატარა გორიჯვარი, ძევერა , ქიწნისი, სათემო, მეღვრეკისი.

მერიის ინფორმაციით, გარე განათების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორი ტენდერი მიმდინარეობს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 311 120 ლარია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარწყავი არხები მოეწყობა 12 სოფელში იგეგმება:

  • ფლავი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ტურძნისი, ქვემო ნიქოზი, ზემო რეხა, თორტიზა, ჯარიაშენი, პატარა გორიჯვარი, კოშკები, სკრა, რიეთი)

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, გზების მოხრეშვა 14 დასახლებულ პუნქტში იგეგმება:

  • ფლავისმანი, კარბი, მერეთი, ბერბუკი, ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, შინდისი, მეჯუდისპირი, ნაწრეტი, ახალსოფელი, წიტეუბანი, დიდი ატენი, ზემო ჯებირი.

უწყების ცნობით, გზების მოხრეშვისა და სარწყავი არხები მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით ხორციელდება. მისი სავარაუდო ღირებულება 400 105 ლარია.

დატოვეთ კომენტარი