ახალი ამბები

რეგიონში დამატებით 2 740 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა მოირწყვება – გორის მერია

პროექტების შედეგად, დამატებით, 2 740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, – ვკითხულობთ გორის მერიის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადებაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორის შეხვედრაზეა საუბარი. 

გორის მერიის ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს თენგიზ ნასარიძეს შეხვდა.

“სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს

დატოვეთ კომენტარი