ახალი ამბები

ქარელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სეზონურად იმუშავებს – ზაზა გულიაშვილი

ტრანსპორტი კიდევ ივლის, თუ მოსახლეობის მოთხოვნა იქნება, – აცხადებს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი. 

მისი თქმით, ქარელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სეზონურად იმუშავებს. 

“წინა წლების მაგალითიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მოსახლეობა ამ ტრანსპორტს არ დაყვებოდა. ვფიქრობ, რომ სეზონურად უნდა იმოძრაოს ამ ტრანსპორტმა, როცა სკოლებში სწავლის პერიოდი იქნება. მაგ დროს მოძრაობს ხალხიც, მასწავლებელი იქნება ეს თუ მოსწავლე. როცა სასწავლო სეზონი არ არის, ამ დროს ტრანსპორტს დატვირთვა არ ექნება, ზარალზე კიდევ არავინ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს,რომ ქარელში ავტობუსმა სეზონურად იმოძრაოს” – აღნიშნა ზაზა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქარელის მერიამ ავტოსადგურის გასხვისებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

დატოვეთ კომენტარი