მეჯვრისხევში, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებაში, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
მედიის წარმომადგენლებს შემთხევის ადგილთან მიახლოების უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.
ჯერჯერობით უცნობია, მამაკაცის სიკვდილის მიზეზი. არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
დატოვეთ კომენტარი