ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა.
დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ ავტომობილების შესაძენად ბიუჯეტიდან 645 000 ლარი დახარჯა.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ახლა მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ეყოლება.
“ამ დრომდე 3 ნაგავმზიდი ემსახურებოდა, რაც საკმარისი არ იყო. ერთი ავტომობილი გადმოგვეცა უკვე და ემსახურება მუნიციპალიტეტს”, – გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურში.
დატოვეთ კომენტარი