ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს საქართველოს კომპანიას, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 592 502 ლარს გადაუხდის. აღნიშნული მომსახურება კომპანიამ 1წლის განმავლობაში უნდა გასწიოს.
შეთანხმება კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე მოხდა, დოკუმენტების მიხედვით ქარელის მერიამ თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვოს აღნიშნულ კომპანიას 15 მარტს 67 000 ლარამდე თანხა უკვე გადაუხადა, ასევე გადახდილი აქვს 44 403 ლარი 17 თებერვალსაც. საერთო ჯამში, ამ დროისთვის კომპანიამ 100 000 ლარზე მეტი თანხა უკვე მიიღო.
ხელშეკრულების მიხედვით, მოსწავლეთა ტრანპორტით უზრუნველყოფა 81 სკოლაში განხორციელდება.
დატოვეთ კომენტარი