ახალი ამბები

ქარელის მერიამ 645 000 ლარად 2 ნაგავმზიდი შეიძინა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა.

დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ ავტომობილების შესაძენად ბიუჯეტიდან 645 000 ლარი დახარჯა.

კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ახლა მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ეყოლება. 

“ამ დრომდე 3 ნაგავმზიდი ემსახურებოდა, რაც საკმარისი არ იყო.  ერთი ავტომობილი გადმოგვეცა უკვე და ემსახურება მუნიციპალიტეტს”, – გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურში.

დატოვეთ კომენტარი