გორის მერიაში 9 სამსახური მუშაობს, რომლებიც საქმიანობას მათ ქვეშ არსებულ განყოფილებებთან ერთად ახორციელებენ.
“მოზაიკა” დაინტერესდა, თუ როგორ განისაზღვრა გორის მერიაში მომუშავე ხელმძღვანელი პირების ხელფასები 2023 წლის იანვრიდან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა.
- სამსახურის უფროსი – 2 420 ლარი;
- სამსახურის უფროსის მოადგილე – 1 936 ლარი;
- განყოფილების უფროსი – 1 649 ლარი.
ინფორმაციისთვის, გორის მერიის 9 სამსახურის დაქვემდებარებაში ჯამში 26 განყოფილება არსებობს. მერიისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თვიურად სამსახურის უფროსების, მოადგილეების და განყოფილების ხელმძღვანელების ხელფასებზე 82 078 ლარი იხარჯება.
სამსახურის დასახელება | განყოფილებების ოდენობა | |
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური | 3 | |
2. ეკონომიკის სამსახური | 2 | |
3. სივრცითი მოწყობისა და ინსფრასტრუქტურის სამსახური | 2 | |
4. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური | 4 | |
5, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური | 2 | |
6. ზედამხვედველობის სამსახური | 3 | |
7. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური | 8 | |
8. შიდა აუდიტის სამსახური | 2 | |
9. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური | 0 |
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან გაიზარდა მერის და მისი მოადგილეების ხელფასებიც. ამ ეტაპზე მათი ყოველთვიური ანაზღაურებაა:
- მერი – 6 050 ლარი;
- პირველი მოადგილე – 4 840 ლარი;
- მოადგილე – 4 235 ლარი.
დატოვეთ კომენტარი