სტატიები

7 ავტომობილი და 70 000 ლარზე მეტი რუსულ საწვავში – შიდა ქართლის გუბერნიის საწვავის ხარჯები 

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე 7 ავტომობილი ირიცხება. უწყება ყოველწლიურად, საწვავისთვის ათასობით ლარს ხარჯავს.

ხელშეკრულებას კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე “სან პეტროლიუმ ჯორჯიასთან” აფორმებს, რომელიც უწყებას საწვავით ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად უზუნველყოფს. 

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ბოლოს ხელშკრულება მიმდინარე წლის 1 იანვარს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში დიზელის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც 71568 ლარს მიიღებს. გუბერნია თვეში 1000 ლიტრამდე დიზელში 3000 ლარზე მეტს გადაიხდის. 

დიზელის გარდა, შიდა ქართლის გუბერნია ასევე ყიდულობს ბენზინსაც, რისთვისაც იგივე კომპანიას 32 718 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. პრემიუმ კლასის ბენზინისთვის უწყებამ ორ თვეში 3338 ლარი უკვე გადაიხადა. 

ინფორმაციისთვის, გასულ წელს საწვავისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საერთო ჯამში, 73 404 ლარი დახარჯა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 30 500 ლარით მეტია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.