ქარელის მუნიციპალიტეტის 23 საბავშო ბაღის 63 აღმზდელ პედაგოგს ეტაპობრივად გადაამზადებენ.
როგორც ქარელის ბაღების გაერთიანების მმართველი ნინო მეზვრიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, 24 წლამდე ყველა პედაგოგი გადამზადებული იქნება.
“დაგეგმილია აღმზდელ პედაგოგების გადამზადება ეტაპობრივად. 2023 წელს ეს იქნება აქტუალური პროცესი და გაგრძელდება 2024 წლამდე. მომდევნო წელს სრულად გადამზადებული აღმზდელ პედაგოგები გვეყოლება საბავშო ბაღებში”.
როგორც მეზვრიშვილი ამბობს, პედაგოგების გადამზადების მიზანია პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და ახალი სტანდარტების დანერგვა ქარელის საბავშო ბაღებში.
დატოვეთ კომენტარი