სტატიები

რა სჭირდებათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს რესოციალიზაციისთვის 

“დაუნი ავადმყოფობა არ არის – ეს სინდრომია!”,  – ამბობენ მედიცინის ექსპერტები და თვლიან, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის შესაბამისი ცენტრებისა და ორგანიზაციების არსებობა მნიშნვნელოვანია. 

“საზოგაოდება ბილიკი” შიდა ქართლის მასშტაბით, 2017 წლიდან ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას. ორგანიზაცია 180 – მდე ბენეფიციარს ემსახურება. 

“ამ ბავშვებში შედიან სხვადახვა დიაგნოზის მქონე ბავშვები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლოლობა, ცერემბლარული დამბლა და სხვა”, – ამბობს ხვიჩა პოსოშვილი, საზოგადეობა ბილიკის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების მენეჯერი. 

ხვიჩა მიიჩნევს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიეწოდოს, არა მხოლოდ საზოგადეობას, არამედ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებსაც. მისი აზრით, ბოლო დროს ამ მიმართულებით ცნობიერება მეტნაკლებად ამაღლდა, თუმცა სახელმწიფოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ ბევრი აქვს საშრომი. 

“ჩვენი ბენეფიციარებს ემსახურებათ მეტყველების, ფიზიკური  და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც მათი საჭიროების მიხედვით ეხმარებიან მათ. ჩვენ ყოველწლიურად გარკვეული აქტივობებით ავღნიშნავთ, ხოლმე დაუნის სინდრომის საერთაშორის დღეს სლოგანით: “ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს”, – ამბობს ხვიჩა. 

რა სჭირდებათ დაუნის სინდრომის მქონე პირებს ? 

ხვიჩა პოსოშვილი გვიზიარებს, რა უნდა გაკეთდეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მეტი ხელშეწყობისთვის: 

  • საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით, წინა წლებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია, თუმცა კიდევ არის საჭირო ამ მიმართულებით მუშაობა. დიდი როლი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასაც, რომელმაც მეტი ხელშეწყობისთვის უნდა იფიქროს დაფინანსების გაზრდაზე. მნიშვნელოვანია მეტი ჩართულობა მშობლის ცნობიერების გაზრდისთვის, მათი კონსულტირება, რადგან ძლიერი მშობელი ნიშნავს, იმას რომ ბავშვი ადვილად შეძლებს რესოციალიზაციას. გარდა ამისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ კონკრეტული მომსახურებები, როგორიცაა ქცევისა და მეტყველების თერაპიები, რასაც შესაბამისი ფინანსები ჭირდება. 
  • შესაძლებელია დაიწყოს ადვოკატირების კამპანიები, რომ გაიზარდოს ბიუჯეტში თანხა ამ მიმართულებით, როგორც მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების შემთხვევაშია. არსებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი ძალიან ცოტაა, იმისთვის რომ ბენეფიციარებმა სრულყოფილი მომსახურება მიიღონ. შეიძლება მედიკამენტშიც არ ეყოს ეს თანხა, რადგან მათ სპეციფიური მედიკამენტები სჭირდებათ. 
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო მშობლების, არამედ ოჯახის სხვა წევრების გაძლიერებაც, მათ მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ძალიან ბევრი ბავშვის შესახებ გვსმენია, რომ ის გარეთ არ გამოყავთ, არ ახდენენ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამიტომაა საჭირო მეტი ინფორმირებულობა, იმის შესახებ, რომ ქრომოსომების რაოდენობა არაა მნიშვნელოვანი და ისინიც არიან ჩველებრივი განვითარების მქონე ბავშვები, რომლებასაც მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. 

ინფორმაციისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წელს დაარსდა, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.