სტატიები

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობა ყოველ წელს უცვლელია

კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე წელს ქონებრივი დეკლარაცია უკვე შეავსო. შოთა ბეგლარაშვილს წინა წლების მსგავსად, არც უძრავი ქონება და არც ავტომობილი უფიქსირდება. 

ბეგლარაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული აქვს ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის 25 %-იანი წილის მფლობელია, დანარჩენ წილებს მისი ოჯახის წევრები ფლობენ. 

რაც შეეხება მის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა ერთ წელში 50 512 ლარი შეადგინა, საიდანც 7000 ლარი სოფლის მეურნეობიდან მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციაში მისი შემოსავალი 22 315 ლარი იყო, საიდანაც სოფლის მეურნებიდან მიღებული შემოსავალი ისევ 7000 ლარს შეადგენდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.