ახალი ამბები

ხალხს მტკიცედ სწამს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპასა და ნატოში – დენ ნეკალაესკუ გორში ყოფნისას 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს რეფორმები და მოქალაქეების მხარდაჭერა”, – განაცხადა ნატოში რუმინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დღეს, გორში ყოფნისას. 

დენ ნეკალაესკუს თქმით, ქართველ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპასა და ნატოში. 

“ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი და საქართველო გაატარებს რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დაახლოვებს ევროკავშირთან და ნატოსთან”, – აცხადებს დენ ნეკალაესკუ – რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში.

ამავე თემაზე: “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის შემადგენელია” – დევიდ ქუერი გორში ყოფნისას

ამავე თემაზე: “მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები” – ბრიტანეთის ელჩი გორში იმყოფება 

მასთან ერთად, დღეს გორში იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ნატოში დევიდ ქუერი.

ისინი ერისთავის თეატრის ეზოში გამართულ იმ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.