ახალი ამბები

მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლების ხელყოფას ვერ შეძლებს ვერცერთი მინისტრი – ხაშურის რესურსცენტრის უფროსი

მასწავლებლის წინააღმდეგ ვერავინ დაიწყებს დისციპლუნურ დევნას, გარდა სკოლის შინაგანაწესის დარღვევისა, – ამბობს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე. 

გოგუაძის თქმით, განათლების მინისტრის ცვლილება “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიმართ მასწავლებელთა ნაწილის ღია პროტესტის შედეგი ვერ იქნება. 

“მასწავლებლებს მას შემდეგ, რაც აღარ არსებობს შრომის კოდექსის ავადასახსენებული 37-ე მუხლიდ “დ” პუნქტი, როდესაც ყველანაირი არგუმენტის გარეშე შლიდნენ მათთან ხელშეკრულებას და მას შემდეგ, რაც მასწავლებლის წინააღმდეგ ვერავინ დაიწყებს დისციპლუნურ დევნას გარდა სკოლის შინაგანაწესის დარღვევისა, კარგად იციან, რომ არასდროს არავინ შეუზღუდავს სიტყვის თავისუფლებას ან/და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ამ უფლების ხელყოფას ვერ შეძლებს ვერცერთი მინისტრი. აქედან გამომდინარე, ვერ იმოქმედებს მინისტრების ცვლილებაზე მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზება”, – განაცხადა ზვიად გოგუაძემ. 

ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავი 2 ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის. 

განათლების მინისტრის ცვლილება პოლიტიკურ დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლება  საზოგადოების პროტესტის გამო, იძულებული გახდა, რომ  “უცხოური გავლენის აგეტების” შესახებ კანონი ჩაეგდო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი