სტატიები

დეკლარაციის მიხედვით, ყარამან (კახა) როინაშვილს არც სახლი აქვს და არც მანქანა 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარეს, ყარამან (კახა) როინაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია გასული თვის დასაწყისში შეავსო, რომლის მიხედვითაც ის არანაირ ქონებას არ ფლობს. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების გრაფა ცარიელია.

დეკლარაციის მიხედვით, უძრავ და მოძრავ ქონებას არც მისი მეუღლე, ნათია დავითაშვილი ფლობს.

არსებული ინფორმაციით, როინაშვილი მამის სახლშია ჩაწერილი და აქვე ცხოვრობს. ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულნი არიან მისი ოჯახის სხვა წევრები, თუმცა დეკლრაციაში ოჯახის წევრების გრაფაში მხოლოდ, მეუღლე და შვილები ჰყავს მითითებული. 

რაც შეეხება ყარამან როინაშვილის შემოსავლებს, აღნიშნული გრაფაში მას მითითებული აქვს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მიღებული ხელფასის ერთი წლის ოდენობა, რომელიც 21 225 ლარს შეადგენს. მისი მეუღლის შემოსავალი კი ერთ წელში 4958 ლარი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ყარამან როინაშვილის მეუღლე, ნათია დავითაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის  კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებაშია დასაქმებული, იგი აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა.

ინფორმაციისთვის, ყარამან (კახა) როინაშვილი ის დეპუტატია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად წერს პოსტებს, რომელიც ხან ჟურნალისტების, ხანაც კი არასამთავრობო ორგანიზციების დისკრეტიტაციას ემსახურება. სწრედ, როინაშვილი იყო, ვინც რამდენიმე თვის წინ, ხაშურის მუნიციპალიტეტში სასულიერო პირზე ძალადობას ჟურნალისტების მხრიდან წახალისებული უწოდა. ბოლოს, კი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს გამოეხმაურა და დაწერა: “მტყუანის დედას … რამდენი ეგ კანონი რუსული არ არის და ამერიკულია!”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.