“მოზაიკას” დირექტორის და მთავარი რედაქტორის, გვანცა დოლუაშვილის მასალამ ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ მედიაკონკურსში გაიმარჯვა.
გამარჯვებული მასალა: რატომ უჭირთ ახალგაზრდებს დასაქმება და ვის რისი გაკეთება შეუძლია მათ მხარდასაჭერად?
ახალგაზრდობის თემატიკაზე, CENN-ისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, გვანცა დოლუაშვილის სტატია საუკეთესო ტექსტურ-გრაფიკულ მასალად დასახელდა.
მასალა ეხებოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ და ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ ახერხებენ.
კონკურსში გამარჯვებულები კიდევ ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
- საუკეთესო აუდიო-ვიზუალური მასალა – მარიამ ყვავაძე, მეცხრე ტალღა
- საუკეთესო აუდიო მასალა, გიორგი ედიშერაშვილი, რადიო “კახეთის ხმა”
დატოვეთ კომენტარი