ქარელში, 6 თვის წინ გახსნილ საცურაო აუზს დირექტორი ამ დრომდე არ ჰყავს. დაწესებულება მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს, სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება.
როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორი ამბობს, დირექტორის შტატის გაუქმება არ იგეგმება და გრძელდება ამ პოსტზე ღირსეული კანდიდატის შერჩევის პროცესი.
“დირექტორის შტატის გაუქმება არ იგეგმება. კადრის შერჩევა აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ გვინდა ღორსეული ადამიანი შევარჩიოთ”, – გვითხრა გაერთიენების უფროსმა, გიორგი ბერუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური აუზი ქარელში 2022 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. აუზის მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მის შენახვას კი წლიურად 500 000 ლარამდე ხმარდება.
დატოვეთ კომენტარი