ქარელში შემოსასვლელი ხიდს არემონტებენ. ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც 2022 წლის ივლისში დასრულდა, უკვე დაზიანდა.
ფაქტზე მოქალაქეთა უკმაყოფილების პასუხად, ქარელის მერმა თქვა, რომ ხიდზე სამუშაოები გამოამინდების შემდეგ დაიწყებოდა.
“ზამთრის დადგომისას კიდევ მოიმატა დაზიანებებმა. როგორც თქვენ, ისე დავდივარ მეც მაგ გზაზე. საქმის კურსშია გზების დეპარტამენტი. ამინდები გამოვა თუ არა, ხიდს მიეხედება”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
ამჟამად, ხიდზე, რომლის რეაბილიტაციაც 3 წელი მიმდინარეობდა, კვლავ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, სამუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი