ახალი ამბები

“იბოლია” ვარაუდობს, რომ ქარელში, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ მოესწრება

ქარელში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს გორის ყოფილი მაჟორიტარი-დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია, შპს “იბოლია” ასრულებს. 

“ტენდერში გაიმარჯვა “ჯეო გრუპმა”, სამუშაობის შესრულება კი დაგვეკისრა კონტრაქტორ კომპანიას შპს “იბოლიას”. შესაბამისად, ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. სამუშაოები კონტრაქტით 4 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ვადები გაგრძელდება, რადგან სამუშაები ძალიან რთული შესასრულებელია”, – უთხრა “მოზაიკას” სამუშაოების საქმის მწარმოებელმა, ალექსანდრე კავთელაშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით 3 000 000 ლარია. 

“აღნიშნული გზის მონაკვეთი გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. საერთო ჯამში, უნდა მოხდეს 5 კილომეტრამდე გზის საფარის დაგება, სოფელ სამწევრისის გადასახვევიდან ქარელის ცენტრალური გზის ბოლომდე”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები