ახალი ამბები

“ამ კანონის ასე მარტივად უკან გაწვევა ვერ მოხდება” – ქეთევან ბებიაშვილი

გაითხოვენ თუ არა რეალურად რუსულ კანონპროექტს “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა”, – ეს კითხვა საზოგადოებამ მას შემდეგ დასვა, რაც მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება უცხოური გავლენის აგენტიების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. 

იურისტი, ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის უკან გახმობა მთელ რიგ პროცედურებს ითვალსწინებს. 

კანონპროექტის ავტორს უფლება აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმით მიღებამდე. სამშაბათს, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, ამიტომ ახლა უკვე ამ კანონის ასე მარტივად გამოხმობა ვეღარ მოხდება. მაშინ უნდა გამოიხმონ ვენეციის კომისიდანაც, უნდა ჩაატარანონ მომდევნო სხდომები, კენჭი უნდა უყარონ და მხარი არ უნდა დაუჭირონ. ხოლო, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელსაც ამერიკულს ეძახიან, მისი გამოხმობა შეიძლება, იმიტომ რომ პრენალური სხდომის პირველი მოსმენა არ ყოფილა. თუკი ამას რეალურად ასე გააკეთებენ, ეს იქნება სწორი, მხოლოდ განცხადების გაკეთება საკმარისი არ არის”, – განმარტა საია-ს იურისტმა, ქეთევან ბებიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი