საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსული კანონის მიღებას “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
76 მომხრე, 13 წინააღმდეგი – ასეთი შედეგით დასრულდა პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა, რასაც მხარი დაუჭირა ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაალ დუგლაძემაც.
ამ დრომდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის მიმიდებარე ტერიტორიაზე, ხელისუფლებამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის დანაყოფები და წყლის ჭავლის მანქანები.
დატოვეთ კომენტარი