პარტიის “საქართველოსთვის” და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შოთა კურტანიძე წერს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში, მოღალატეობრივი პროცესია.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ამ კითხვაზე გაგვცეს პასუხი ყველა იმან ვინც ამ მოღალატეობრივ პროცესს მხარს უჭერს და ეს კითხვა არის არსებითად მნიშვნელოვანი. ამ გლობალური პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც ჩვენი ველოდებით კანდიდატის სტატუსს, თან იმის ფონზე, როცა ხელისუფლების უგნურებით თუ მიზანმიმართული მოქმედებითა თუ უმოქმედობით გვაქვს შიდა თუ გარე პრობლემა, არ თუ ვერ ვასრულებთ 12 პუნქტს”, -წერს კურტანიძე
კურტანიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაცია ეჭვქვეშ დადგება.
“როდესაც ყველა ცივილიზებული სამყარო გეუბნება არ მიიღო ეს კანონი, რადგან პრობლემას შექმნის ქვეყნისათვის, ამ დროს მაინც ჯიუტად აგრძელებ კანონის მიღებას, უპირისპირდები საზოგადოების დიდ ნაწილს, მითხარით რა არი ეს, თუ არა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება? მე, პირადად პასუხი უკვე მაქვს და ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის ქვეყნისა და ერის ღალატის ტოლფასი. მე, გეუბნებით თქვენ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, როგორც პირადად ისე მისი უმოქმედობით ხელს არ უშლის, ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი პირია და შედეგზე პასუხისმგებელი! “, – წერს შოთა კურტანიძე.