გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა.
“17 წლის ბავშვები ისხდნენ, არავინ დაშავებულა, ბავშვებმა გადმოსვლა მოახერხეს მანქანიდან”, – ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა.
დატოვეთ კომენტარი