ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი.
პროექტის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის 1 234 777 ლარი დაიხარჯება.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ახალი შადრევნის მოწყობა, გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი, მოეწყობა კალათბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, ახალი ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა მწვანე სივრცეები”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება.
“აღნიშნული პარკი ქალაქის ცენტში მდებარეობს და განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა, მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.”