შიდა ქართლში ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების მოვლა-პატრონობისთვის ყოველწლიურად ათასობით ლარი იხარჯება. გასულ წელს გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მერიებმა ამ მიმართულებით 600 000 ლარზე მეტი დახარჯეს.
როგორც მერიების მიერ ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერებიდან და გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, მანქანების მოვლა-პატრონობაზე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან წელსაც ასობით ათასი ლარი დაიხარჯება.
გორის მერიის ბალანსზე 20 -მდე ავტომობილი ირიცხება.
- გასულ წელს უწყებამ ამ მიმართულებით 90 000 ლარამდე დახარჯა. 2023 წელს კი გამარტივებული შესყიდვის გზით, 12 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ქარელის მერიის ბალანსზე 6 ავტომობილი ირიცხება.
- მერიამ გასულ წელს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მომსახურებისთვის ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, მიმდინარე წელს აღნიშნული ტენდერი უწყებამ მეორედ გამოაცხადა და 150 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ მიმწოდებელთან.
ხაშურის მერიას ამ დროისთვის 8 ავტომობილი ჰყავს.
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის 2022 წელს 34 000 ლარზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წელს კი ამ მიმართულებით ერთ-ერთ ინდ.მეწარმეს 4 995 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
კასპის მერიას 9 ავტომობილი ჰყავს.
- კასპის მერიამ ავტომიბილების ტექნიკური მომსახურებისთვის გასულ წელს 12 000 ლარზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წელს კი მიმართულებით 50 000 ლარის ღირებულების შესყიდვის გაფორმებას აპირებს, რომელზეც ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
დატოვეთ კომენტარი