ახალი ამბები

მკვლელობაში და დაჭრაში ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გორში, მკველობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 16 -დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში სროლის დროს 31 წლის მამაკაცის მკველობისთვის და 25 წლის მამაკაცის დაჭრის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზეე დააკავეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პოლიციამ ნ.ს. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა.

განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი