გორში, სადგურის დასახლებაში სროლის დროს ერთი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი და დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
“მანქნანების სახელოსნოს მფლობელს სთხოვდნენ უფასოდ მომსახურებოდა. ამის გამო, ორი დღის წინაც ყოფილა გარჩევა”, – აცნობეს “მოზაიკას”.
შსს ჯერჯერობით ბრალდებულის დაკავებას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა შემთხვევის ადგილზე მომუშავე პოლიციელები “მოზაიკას” უდასტურებენ, რომ სახელოსნოს მფლობელი დაკავებული ჰყავთ.
დატოვეთ კომენტარი