გორში, სადგურის დასახლებაში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი მეორე მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
იგი სამხედრო ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მიიყვნეს. ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მას პირველადი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
“სასიცოცხლო ჩვენებით გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. უტარდება ოპერაცია, ჯერჯერობით მდგომარეობა არ შეცვლილა, კრიტიკულად მძიმეა”, – განაცხადეს სამხედრო ჰოსპიტალში.
ინფორმაციისთვის, სადგურის დასახლებაში სროლის დროს გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, ამავე ასაკის მეორე მამაკაცი კი დაიჭრა.
გორში, სავარაუდოდ, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც დაიჭრა
დატოვეთ კომენტარი