ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე მიმავალ ქალს მანქანა დაეჯახა, რომელიც სასწრაფო სამსახურის მანქანამ თავის ტრამვით ხაშურის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მეორე შემთხვევა სურამის ტბასთან მოხდა. ტრაილერის სომეხი ეროვნების მძღოლს, რომელიც საჭმელად გადმოვიდა მანქანიდან, გამვლელი ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია.
დატოვეთ კომენტარი