ახალი ამბები

ხაშურში “მომავლის სახლს” საცხოვრებელი ფართის პრობლემა აქვს – ზაზა მეხრიშვილი

ხაშურში მომავლის სახლის ბავშვებს საცხოვრებელი ფართის პრობლემა აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა მიაწოდა.

“თუ რამე ღონისძიება იყო ხაშურში, ამ ბავშვებს დაატარებდნენ აქეთ-იქით და სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ არის. ბავშვებს, ელემენტარული შენობა არ აქვთ, ამდენი ფართია მერიის ბალანსზე და ამათვის ვერაფერი გამოინახა. მომავლის სახლის ბავშვები დღემდე ქირით ცხოვრობენ, რისი გადახდის საშუალება მათ არ აქვთ. წელიწადზე მეტია ცრუ დაპირებებს იღებენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან”, –  ამბობს ზაზა მეხრიშვილი.

ხაშურის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის,  ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მერს  ესაუბრა.

“როგორც მერნა მითხრა, ნამდვილად ფიქრობს შესაფერისი შენობის მოძიებაზე მომავლის სახლისთვის, თუმცა, ეს არც თუ იოლი საქმეა, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბევრი შენობა არაა და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ შენობა პირველი სართული იყოს. სურვილი ნამდვილად არის და შესძლებლობებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია”, – განგვიმარტა ნინო სუხიაშვილმა.

სუხიაშვილის ინფორმაციით, ხაშურის მერია მომავლის სახლს წელიწადში 5000 ლარით ეხმარება. 

დატოვეთ კომენტარი