ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების, გადახურული მოსაცდელის მშენებლობა იგეგმება.
სამუშაოებისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 8 200 ლარი განისაზღვრა.
დოკუმენტაციის მიხედვით, მოსაცდელის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციითვის, ხაშურში მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობას.
დატოვეთ კომენტარი