26 თებერვალს, 12:00 საათზე ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება.
ყინულზე ცოცვის ფესტივალის ,,Biisi Cup” -ის ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაია “ტონთიო” არიან.
“ტერიტორიაზე დაგხვდებათ კოცონი, ელექტრონული მუსიკა და ცხელი გლინტვეინი. დასწრება თავისუფალია. ჩაიცვით თბილად”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად). მონაწილეები უზრუნვეყოფილი იქნებიან კვებით. ღამისთევა მოხდება კარვებში.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 599 11 90 44.
დატოვეთ კომენტარი