ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში მოსწავლეების ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა, – ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა, გიორგი კობახიძემ მიაწოდა.
“მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში ვერ მოხერხდა მოსწავლეების ტრანსპორტირება, ჭვრინისიდან ატოცში, აბისისთავიდან აბისში და ღოღეთიდან ფცაში. სხვა მხრივ, სასწავლო პროცესს საფთხე არ შექმნია, დასწრებაც ნორმალურია”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.
დატოვეთ კომენტარი