ახალი ამბები

გორის მერიაში ვაკანსიებია – რა პოზიციებზე გამოცხადდა კონკურსი 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია კონკურსი 3 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა, – ინფორმაციას მერია ავრცელებს. 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე HR.gov.ge უნდა გაიარონ.

დატოვეთ კომენტარი