ახალი ამბები

15 თებერვალს ელექტროენერგიის მოწოდება გორისა და ქარელის მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდება

15 თებერვალს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ამ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები გორსა და ქარელშია დაგეგმილი.

გორის მუნიციპალიტეტი:

  • 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კარალეთს, ძევერას, გარეჯვარს, პატარა გარეჯვარს და ატენს;
  • 15:00-დან 16:00 საათამდე –  გორში, დანიელ ჭონქაძის ქუჩას.

ქარელის მუნიციპალიტეტი: 

  • 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქარელში თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ნინოშვილის, ბახტრიონის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, მგალობლიშვილის, თბილისის, ამირეჯიბის, რუსთაველის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებს.
  • 13:30-დან 15:00 საათამდე – ახალსოფელს, სამწევრისს, თათანაანთ უბანს, ოქროსოფელს, კეხიჯვარს;
  • 13:30-დან 15:00 საათამდე  – ქარელში ვაჟა-ფშაველას, ხვთისო რაზმაძის, თამარ მეფის, ახალგაზრდობის ქუჩებს.
  • 15:00-დან 16:30 საათამდე – ქარელში მუსხელიშვილის, თბილისის, ვარძელაშვილის, წერეთლის, ლესელიძის, ოძელაშვილის, გაბაშვილის, ვთანდილაშვილის, ყაზბეგის, მგალობლიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დატოვეთ კომენტარი