ახალი ამბები

“გამოძიება დაადგენს, რა მოხდა” – კომპანია, რომლის მშენებარე ობიექტზეც მუშა დაიღუპა

სამშენებლო კომპანიაში, რომლის ერთ-ერთ ობიექტზეც მუშა სიმაღლოდან გადმოვარდა და დაიღუპა, აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული აქვთ.

კომპანიის დირექტორი ოფელია მაკრახიძე ამბიბს, რომ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირს.

“შემთხვევის დროს მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე, საგამოძიებო ორგანოები არიან ჩართულები და დაადგენენ, რა მოხდა. როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, იმ ადგილზე არავინ არ იყო. რომ ვთქვათ დაადასტუროს, რა მოხდა. ჩვენ გვყავს უსაფრთხოების თანამშრომელი და კომპანიის დაარსების დღიდან, ვცდილობთ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დავიცვათ”, – ამბობს ოფელია მაკრახიძე.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძე სტალინის და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სიმაღლიდან გუშინ ჩამოვარდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი