ახალი ამბები

მაკრახიძეების კომპანიაში შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა

მაკრახიძეების კომპანიაში შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა, რომელმაც უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო თუ არა სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ნორმები დაცული.

“შრომის ინსპექციის სამსახურიდან ვართ, არის შეტყობინება შემოსული და უნდა განვახორციელოთ მოკვლევა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. ველოდებით ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მომხდართან დაკავშირებით”, – უთხრა ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძე, რომელიც მშენებლობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები