ახალი ამბები

კომპანია ამბობს, რომ მშენებარე ობიექტზე, სადაც მუშა გადმოვარდა უსაფრთხოების წესები დაცულია

კომპანია, რომლის მშნებარე კორპისიდან 60 წლამდე მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების წესები დაცული იყო. 

“მსგავსი შემთხვევებისგან დაცული არავინაა, უსაფრთხოების წესები დაცული იყო”, – განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში. 

რაც შეეხება ობიექტზე დასაქმებულ სხვა მუშებს, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. სამართალდამცავებმა ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი