ახალი ამბები

“ერთი თვეც მოიცადეთო” – გორის მერიის პასუხი სოციალურად დაუცველებს 

გორის მერის მოადგილემ ნარკოლოგიურის ყოფილ შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას საკითხის გადაწყვეტამდე ერთი თვით მოცდა სთხოვა, – ამის შესახებ ერთ-ერთმა მოქალაქემ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

სოციალურად დაუცველების თქმით, შენობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს, რის მიხედვითაც ის ავარიულია და მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. 

“ღვინიაშვილს შევხვდით, დაგვაიმედა, რომ ერთ თვეში ჩამოვა ექსპერტიზის პასუხი და მერე გადაწყდება. პირველი პასუხის მიხედვით, ბინა არის ავარიული და იქ ცხოვრება არ შეიძლება. ახლა მეორე დასკვნას ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება. ერთი თვეც დაველოდოთო. სადაც ამდენი მოვითმინეთ, ეს ერთი თვეც დაველოდებით”, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

მიუხედავად მერის მოადგილესთან შეხვედრისა, უცნობია რა ზომებს მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლება ხელახალი ექსპერტიზის დასცკვნის პასუხის მიღების შემდეგ, რადგან მოქალაქეების თქმით, მერიაში უთხრეს, რომ მათი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი თანხები არ აქვთ. 

დატოვეთ კომენტარი