ახალი ამბები

სასამართლომ გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაავალა 

გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა გ.წ.-ს სამოქალაქო სარჩელი. ბათილად იქნას ცნობილი ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ბრძანებები გ.წ.-თვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, – ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ბათილად ცნო ასევე, ამავე სააგენტოს ბრძანება გ.წ.-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და სააგენტოს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და მისთვის განაცდურის ანაზღაურება.

“2022 წლის ივნისის თვეში გ.წ. მოულოდნელად გაათავისუფლეს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან“. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას ჩაბარდა როგორც გათავისუფლების ბრძანება, ისე მანამდე მისთვის უცნობი ბრძანებები დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით გ.წ.-მ მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მის მიმართ უკანონოდ გამოცემული დისციპლინური პასუხსიმგებლობის დაკისრების შესახებ და ასევე გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი