ნარკოლოგიურის ყოფილ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გორის მერიაში მივიდნენ. მათ გორის მერის მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი შეხვდა.
მოქალქეების თქმით, შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედებენ. მათი მოთხოვნაა, მერიამ ისინი ალტერნატიულ ფართში შეასახლოს, რადგან შენობა, რომელშიცი ისინი ამჟამად ცხოვრობენ ავარიულია.
ინფორმაციისთვის, სოციალურად დაუცველებმა გუშინ, 12 თებერვალს საპროტესტო აქციაც გამართეს.
დატოვეთ კომენტარი