ახალი ამბები

უნივერსიტეტისა და სკოლების კამპანია -გორში თურქეთში გასაგზავნად ნივთებს აგროვებენ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.

დახმარების მსურველებს 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტში შეუძლიათ მიიტანონ ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენის ნივთები, როგორც ზრდასრულებისთვის ასევე ბავშვებისთვის.

“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება 6 თებერვალს, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად თურქეთის საელჩოს კოორდინაციით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული”, – წერს სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების კამპანიას გორის საჯარო სკოლებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა “მოზაიკასთან” ისაუბრა.​

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, საჯარო სკოლებმა დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.

“სკოლები ცალკე კამპანიას არ აწარმოებენ, ისინი უნივერსიტეტის წამოწყებულ აქციას შეუერთდებიან. რამოდენიმე სკოლამ უკვე დამირეკა და სურვილი გამოთქვა დახმარების”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

დატოვეთ კომენტარი