ახალი ამბები

კაცი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახის წევრები მოკლა და თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელია 

კაცი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით სიდედრი და ცოლი მოკლა, ყოფილი პოლიციელია.

ამავე თემაზე: რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ის ამ დროისთვის შსს-ში აღარ მუშაობდა, თუმცა წლების წინ პოლიციის ინსპექტორი იყო. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 70 წლამდე მამაკაცმა ოჯახის წევრებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ღამით მიაყენა. შემდეგ კი თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. საცხოვრებელ ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

დატოვეთ კომენტარი