გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.
“ბათუმში, 1980 წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციისთვის, ახალსოფლიდან, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.
დატოვეთ კომენტარი