გორში, თავდაცვის აკადემიასთან სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მოპარული სიგარეტი ამოიღეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი ავტომობილი საეჭვოდ მიიჩნია და გააჩერა.
“გააჩერა პოლიციამ მანქანა. დახვდათ არაადეკვატური ხალხი. გადაამოწმეს და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით მოპარული სიგარეტი”, – აცნობეს მოზაიკას.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მანქანაში მყოფი პირები დააკავეს.
დატოვეთ კომენტარი