კავთისხევის ცენტრში, 3 ცალი პლასტმასის ნარჩენის ურნა დაწვეს – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები ინფრასტრუქტურას აზიანებენ.
“არამარტო წვავენ – აზიანებენ, ამტვრევენ და ხსნიან სახურავს. სახურავ მოცლილ ურნიდან კი ცხოველები ნარჩენს იღებენ და გარემოს ანაგვიანებენ. ორი დღის წინ ქალაქში სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნების მონტაჟი დაიწყო – იმედია გაუფრთხილდებიან”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ერთი თვის წინ, მერიამ 2 სპეცნარჩენმზიდი ავტომანქანა და 200 ცალი ნარჩენის ურნა შეიძინა.
დატოვეთ კომენტარი