ახალი ამბები

გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის მიხედვით, მოეწყობა მემორიალი, თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მემორიალი, რომელის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი.

“ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია დამონტაჟდება მონოლითურ ბეტონის საძირკველზე. ფირფიტებზე დატანილი იქნება 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარიც. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.