ახალი ამბები

ცნობილია, რა გაკეთდება “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით ქარელის 6 სოფელში

ქარელის მუნიციპალიტეტში დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში.

პირველი შეხვედრა გაიმართა ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. 

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა თავად მიაწოდა მოსახლეობას ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ. პროგრამით გათვალისწინებულ განსახორციელებელ პროექტს მოსახლეობა ირჩევს ხელის აწევით, ხმათა უმრავლესობით”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი პრიორიტეტული პროექტები შეირჩა:

  • ჭანდრები – შიდა გზების მოწესრიგება, 12 ათასი ლარი;
  • ხეობა – შიდა გზების მოწესრიგება და სანიაღვრე არხის მოწყობა,12 ათასი ლარი;
  • ღვლევი – შიდა გზების მოწესრიგება, 12 ათასი ლარი;
  • ქვენაფლავი – სასაფლაოს გზის მოწესრიგება, 12 ათასი ლარი;
  • ზემო ხვედურეთი – სანიაღვრე არხის მოწყობა, 20 ათასი ლარი;
  • ქვემო ხვედურეთი – სასაფლაოს კეთილმოწყობა, 20 ათასი ლარი;
დატოვეთ კომენტარი